საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ თავის ფეისბუქ-გვერდზე მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.
„სამწუხაროდ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. ახალგაზრდების დიდი ნაწილი შეიარაღებული დადის. იქმნება 90-იანი წლების მსგავსი საძმოების ტიპის დაჯგუფებები. დღე არ გავა რომ სროლა, საქმის გარჩევა, დაჭრა ან მკვლელობა არ მოხდეს. მეორეს მხრივ ე.წ.ღამის კლუბებში ყვავის არასრულწლოვანთა პროსტიტუცია და ნარკობიზნესი. ბარიგები პირდაპირ ბარის ე.წ.სტოიკებიდან ყიდიან სინთეტიკურ ნარკოტიკებს. მთელი თბილისი ე.წ. ბიოს მიაქვს, რომლის ყიდვაც ისეთივე ადვილია, როგორც მაღაზიაში სიგარეტის. ათასჯერ ვთხოვე, პირდაპირ დავუწერე შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ რომელ კლუბებში უზით ბარიგები, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს, რადგან სწორედ მაღალჩინოსნები მფარველობენ მათ. პოლიცია სავსეა სააკაშვილის დროინდელი კადრებით, რომლებიც მიზანმიმართულ საბოტაჟს ახორციელებენ და დღესაც მისტირიან მერაბიშვილს. რად უნდა ამას დიდი მუშაობა, მარტო მე ვიცი 3-4 დაჯგუფება, რომელიც შიშის ზარს სცემს პატიოსან ახალგაზრდებს. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ რომ ყოველივე მიზანმიმართულად ხდება და ძალიან ცუდი საფუძველი უდევს. ახალგაზრდობა გვეღუპება", - წერს სანდრო ბრეგაძე.