პოლიტიკა
სოჭში რუსეთის პრეზიდენტის და ცხინვალის რეგიონის ლიდერის შეხვედრა უკანონოა! - აშშ–ის ელჩი საქართველოში

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერის სოჭში გამართულ შეხვედრას საქართველოში ამერიკის ელჩი ეხმიანება.

„ჩვენ არ ვცნობთ ამ ორი რეგიონის ლიდერების სტატუსს და არასოდეს შევიცვლით პოზიციას ამასთან დაკავშირებით. არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის რაიმე სტატუსს. ისინი საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიან და ყოველთვის ასე დარჩება, ასე რომ, ეს შეხვედრა კანონიერ ხასიათს არ ატარებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობებს, რომ მოახდინოს ამ რეგიონების რეინტეგრაცია. ასევე მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთთან პრაგმატულ დიალოგს ჟენევისა და კარასინი-აბაშიძის ფორმატში. ვფიქრობ, ამ საკითხს გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა შევხედოთ“, - განაცხადა იან კელიმ.