აქტუალური
ვინ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ სახალხო განხილვებში?

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას საორგანიზაციო კომისიაში შემავალი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიღებენ.

"პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული და მაღალი ალბათობით, ასევე, ფორმაც შეთავაზებული“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

“ევროპული საქართველო” განხილვებში ჩართვას და მწვავე დებატებს გეგმავს. 

ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას და ბუნებრივია, გვექნება ძალიან მწვავე დებატები. ამ დებატებში პრეზიდენტსაც შეუძლია, რომ ჩაერთოს“, - აცხადებს სერგო რატიანი.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილ სახალხო განხილვებს ფარსს უწოდებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტია ბოიკოტის გამო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ეს იქნება ილუზია, უბრალოდ, მოჩვენებითობის შექმნა, თითქოსდა მართლაც სახალხო განხილვები ხდება. ამიტომ ვთქვით ამ კომისიაში მონაწილეობაზე უარი, ჩვენ ცალკე შევხვდებით ხალხს. სხვათა შორის, ამასვე აკეთებდა პრეზიდენტი, ამიტომ მე წარმომიდგენია, რომ კონსტიტუციის განხილვა იმ რეჟიმშია სწორი, როგორც პრეზიდენტი აქამდე აკეთებდა“, - ამბობს რომან გოცირიძე.