უცხოეთი
„მადლობა“ სააკაშვილს? სპივაკი მოჰყვა, რა შედეგი მოჰყვება „წითელ რევანშს“ ოდესაში

   საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. ოდესის მერიის გადაწყვეტილებას ქუჩებისთვის საბჭოთა სახელწოდებების დაბრუნების შესახებ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. საქალაქო საბჭოს სკანდალური ინიციატივა პროვოცირებული იქნა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებებით ოდესის საოლქო ადმინისტრაციის სათავეში მისი ყოფნისას.

ასეთი მოსაზრება გამოთქვა პოლიტიკურმა მოღვაწემ და პოპულარულმა ბლოგერმა დიმიტრი სპივაკმა, რომლის თქმითაც, სააკაშვილი უფლებამოსილებების გარეშე შეუდგა დეკომუნიზაციას.

სახელმწიფო და დემოკრატია არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა პროცედურები სრულდება. სააკაშვილმა დაარღვია კანონმდებლობა, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონიც“, – აღნიშნა ბლოგერმა.