პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი თანაპარტიელ პარლამენტარებს პარტიული დისციპლინისა და სახელმწიფო მიდგომის არქონის გამო საყვედურობს

   საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობაში - ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მიზანია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და წინასწარი განწყობა შეუქმნას მოქალაქეებს, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის სწორი.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ თანაგუნდელებსაც უსაყვედურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მათი ხელმოწერა არ არის.

„დღემდე უფრო მეტად არის ხმაური, ყვირილი, განცხადებები იმ ხალხისგან განსაკუთრებით, რომლებსაც ყოველ მიზეზგარეშე უნდათ პარლამენტში მოხვედრა და ნაკლებად ფიქრობენ, სახელმწიფოს რა წაადგება. ოქრიაშვილის ადგილას ხელს მოვაწერდი, იმ დათქმებით მოვაწერდი ხელს, რაც მას გააჩნია, დაველოდებოდი ვენეციის კომისიას და, რაც მთავარია, ჩვენი კარგად ინფორმირებული საზოგადოების შეხედულებებს და შემდეგ გადავწყვეტდი. კონკრეტულ მუხლთან აქვს შენიშვნა, სხვათაშორის, შენიშვნები მეც გამაჩნია ამავე მუხლთან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.