სამართალი
არ შეიძლება, ქვეყანაში ორი პირველი პირი გვყავდეს! - ნიკოლოზ მჟავანაძე

   საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი.  ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვერ დავეთანხმებინაციონალური მოძრაობის" ნამსხვრევების პოზიციას, რომ თურმე ჩვენ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევით არადემოკრატიულ ნაბიჯებს ვდგამთ. როგორ შეიძლება, პარლამენტმა აირჩიოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი იყოს ხალხის მიერ არჩეული, როცა პირველი პირი გახლავთ პრემიერი. როგორ წარმოგიდგენიათ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც გავა და წინასაარჩევნოდ დაიწყებს აგიტაციას. რა უნდა თქვას? ცრუ დაპირებები უნდა გასცეს? მას ხომ რეალურად არ შეუძლია, კარდინალურად შეცვალოს რაიმე ქვეყანაში. იგი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არ აქვს ფართო უფლებამოსილება. ამიტომ ეს იქნება მხოლოდ ცრუ დაპირებები. პრეზიდენტს ახლა აქვს გარკვეულწილად არბიტრის, მსაჯულის ფუნქცია, რომ კრიზისების განმუხტვა მოახდინოს ქვეყანაში და არა ხელისუფლების უმაღლეს რგოლებთან ურთიერთშეწყობით იმოქმედოს და მოახდინოს კარდინალური ცვლილებები. ეს ფუნქცია აკისრია პრემიერ-მინისტრს.

არც ვენეციის კომისიას, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ ამით ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯი. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა მოქმედებს ევროპის წამყვან ქვეყნებში და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო მმართველობაა. არ შეიძლება, ქვეყანაში ორი პირველი პირი გვყავდეს", - განაცხადა, კერძოდ, ნიკოლოზ მჟავანაძემ.