საზოგადოება
საქართვეელოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რფ–ის ინტერესების სექციაში რუს ბაიკერებს დაუდასტურეს, რომ მათთვის საქართველოს საზღვარი ჩაკეტილია

   საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოტო მოყვარულთა გვერდის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.

ივან სკორობულატოვი წერს, რომ ის თავად დაუკავშირდა საკონსულოს და ოფიციალური დასტური მიიღო, რომ საზღვარი რუსი ბაიკერებისთვის 10 მაისამდე ჩაკეტილია.

დავუკავშირდი თბილისში საკონსულო განყოფილებას, დამიდასტურეს საზღვრის ჩაკეტვა ნებისმიერი მიმართულებით მოძრავი მოტოციკლეტისტებისთვის ერთი კვირით (10 მაისამდე). როგორც ვხვდები ეს ეხება მხოლოდ რუსული პასპორტის მქონე პირებს. განმარტეს, რომ ვერაფერს ვერ შეცვლიან, რადგან საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ,"-წერს სკორობულატოვი.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს 50-მდე ბაიკერი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.