უცხოეთი
რუსეთის მოქალაქეების 60 %-ზე მეტი პუტინს პრეზიდენტად ხელახლა აირჩევდა

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. "ლევადა ცენტრის" გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების 60 %-ზე მეტს სურს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვოს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კრემლის ლიდერად ახალი სახე სურს გამოკითხულთა 22 %-ს.

გენადი ზიუგანოვს (КПРФ) და ვლადიმერ ჟირინოვსკის (ЛДПР) 3-3 % ასახელებს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს - 1 %.

სხვა ორგანიზაციის მარტის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას რესპონდენტების 81 % უჭერდა მხარს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, გრიგორი იავლინსკიმ (Яблоко) და ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე მაშინ ილაპარაკებს, როდესაც ამის "დროს მოვა".

Le Monde-ის მიერ რუსეთის პრემიერზე 1 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ბოლო დროს დიმიტრი მედვედევის რეიტინგის რეკორდული ვარდნა ვლადიმერ პუტინის რეიტინგზე ნეგატიურად აისახება. ფრანგულ გამოცემასაც წყაროდ "ლევადა ცენტრის" მარტის კვლევა მოჰყავს.