საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ამ საკითხზე დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო კავშირმა "გამარჯვების მემკვიდრეები" მიაწოდა.
"კუვშინოვოს სოფელში იყო სამხედრო აეროდრომი, სადაც 1942 წელს დაიღუპნენ მეომრები. დღესდღეობით ამ ადგილას მიმდინარეობს კვლევა დაღუპულების აღმოსაჩენად. ვაქვეყნებთ სიას ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, თუ შეძლებთ ამოიცნოთ თქვენი ოჯახის წევრი,დაუკავშირდით საერთაშორისო ასოციაცია "გამარჯვების მემკვიდრებიის" წარმომადგენლებს: ტელ: 2 64 87 72; ელ.ფოსტა: Olegi.jolia@gmail.com", - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.