სამართალი
საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილეს დულატ აზბერგენოვს შეხვდა.
მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლასა და პრევენციის საკითხებში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ლაშა ცომაიამ დულატ აზბერგენოვს სააგენტოს მიერ მიღწეული შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო კორუფციის პრევენციას და რისკების ანალიზს.