პოლიტიკა
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავისი პირადი ამბიციების გამო თუ დავალებით ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ეროვნულ ძალებში, არის მოღალატე! - სანდრო ბრეგაძე

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. სახალხო მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი, ყოფილი პარლამენტარი და დიასპორის საკითხებში მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე თავის ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავისი პირადი ამბიციების გამო თუ დავალებით ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ეროვნულ ძალებში, არის მოღალატე.

სამშობლო განსაცდელშია და ახლა ერთიანობაა აუცილებელი. ვის პრეზიდენტობა და ვის პრემიერობა უნდა, ეს შემდეგ გაარჩიონ. ამავე დროს ის, ვინც პირველი დაიწყებს შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას, მოახდენს საკუთარი თავის ლუსტრაციას. აბსოლუტურად გასაგებია, რომ ქვეყნის გარეთ თუ შიგნით არსებულ სპეცსამსახურებს არ აწყობთ ეროვნული ძალების ერთიანობა, მათი გაძლიერება, თვალნათლივ ჩანს, რომ ამაზე მუშაობენ, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უნებლიეთ გააფუჭებ საქმეს თუ შეგნებულად, დავალებით იმოქმედებ. მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს საქართველოს და ეროვნულ ღირებულებებს. შეხედეთ, რა შეკრულები არიან ლიბერასტები და სხვა მოღალატეები, მათ მხოლოდ ერთიანობით დავამარცხებთ. უფალი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა ბრძოლაში!“, - წერს ცნობილი ქართველი პატრიოტი.