აქტუალური
სამოქალაქო მოძრაობამ "დაიცავი კონსტიტუცია" საგანგებო დეკლარაციას ხელი მოაწერა

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. დეკლარაციაში განმარტებულია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეშფოთებული არიან კონსტიტუციის ახალი მოდელით.  ასევე აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის პროექტს არ ეთანხმებიან პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი.

"ხელისუფლებაში მყოფი პარტია მარტო დარჩა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესში. საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტში მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებია ასახული და არ არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი. ჩვენთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებათა ის პაკეტი, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია“, - ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში, რომელიც საზოგადოებას პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარემ ნიკა მაჭუტაძემ გააცნო.