აქტუალური
პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები და ექსპერტები დესტრუქციულ გეგმაზე შეთანხმდნენ - კობახიძე

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც სათავეში საქართველოს პრეზიდენტი უდგას.

რამდენიმე დღის წინ ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს პარტიებთან, ექსპერტებთან კონსტიტუციის საკითხებთან დაკავშირებით და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე და ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც. ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც შეთანხმდნენ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები. იმედია, რომ ეს გეგმა ძალაში არ დარჩება, თუმცა შეთანხმება ამასთან დაკავშირებით შედგა, რაც არის სრულიად შეუთავსებელი საქართველოს პრეზიდენტის ფუნქციებთან, როლთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, დაუდგეს გვერდით საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში, შეასრულოს კონსტრუქციული როლი, რაც არის მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. იმედი გვაქვს, რომ აქ კიდევ ერთხელ იქნება შესაძლებელი გარკვეული კონსენსუსის მიღწევა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.