აქტუალური
თსუ–ს ექსრექტორი ლადო პაპავა, რომელმაც სუს–ი უნივერსიტეტის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა, პროკურატურაში დაკითხეს

   საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. თსუ-ს ყოფილი რექტორის ლადო პაპავას განცხადებით, რექტორობიდან გადადგომის შემდეგ მას დაკითხვებზე ატარებდნენ და ორი ბრალდებაც წაუყენეს.

რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ, თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ. ორი ბრალდება წამიყენეს - უნივერსიტეტს თქვენი წიგნები რატომ აყიდვინეთო, და ასევე, ბიოლოგიის კორპუსთან სასტუმროს მშენებლობაზე. საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური იძიებდა და როდესაც გადავდექი, ქალბატონმა მინისტრმა ვითომ მეგობრულად ისიც კი შემომთავაზა, თქვენ უკვე გადადექით და თუ გნებავთ, საქმეს მსვლელობას არ მივცემთო. როგორ გეკადრებათ, თუ საკითხი შემოსულია, პირიქით, მიეცით ბოლომდე მსვლელობა, არაფერი მაქვს დასამალი-მეთქი...

ამ ინტერვიუს შემდეგ ჩემ წინააღმდეგ მორიგი სიბინძურის კამპანიას არ გამოვრიცხავ. თუ ჩემი მოლოდინი გამართლდება და მე და ჩემი ოჯახის წევრებს თუნდაც ირიბად უახლოეს პერიოდში ან თუნდაც მომავალში რაიმე საფრთხე დაგვემუქრება, საჯაროდ ვაცხადებ - ამის მთავარი შემოქმედი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები იქნებია", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" საუბარში ლადო პაპავა.