აქტუალური
„ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე!“- ასე ეწოდებოდა ფორუმს, რომელიც თბილისში აშშ–ის საელჩოს ორგანიზებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიმართა

   საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთელი უმაღლესი ხელისუფლება, ყველა მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილითაოსნობით, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე, რამაც სასიცოცხლო როლი შეასრულა საქართველოს განვითარებისთვის. სწორედ აშშ–ის დახმარების წყალობით საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯები ინსტიტუციური გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე, უზრუნველყო სიტყვის თავისუფლება, შექმნა მსოფლიოში მომხიბვლელი ბიზნესგარემო, გახდა უმნიშვნელოვანესი კვანძი აბრეშუმის გზის გაყოლებაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფორუმი, რომლის სლოგანიცაა – „ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე!“ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ფორუმის  გახსნას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები – რიჩარდ მაილსი, კენეტ იალოვიცი, უილიამ კორტნი და თბილისში აშშ–ის საელჩოს თანმამშრომლები დაესწრნენ.