უცხოეთი
მარინ ლე პენი ალტერნატიული ევროკავშირის შექმნის ინიციატივით გამოდის

   საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი ევროკავშირის ალტერნატიული მოდელის შექმნის ინიციატივით გამოდის. რადიოსადგურ “ევროპა 1”-თან ინტერვიუში ლე პენმა აღნიშნა, რომ კურსიდან სრული გადახვევის გამო ევროკავშირის პოლიტიკური სტრუქტურა მიუღებელია.

მე ევროპელი ქალი ვარ, მაგრამ არ მომწონს მისი პოლიტიკური სტრუქტურა, რომელმაც თავისი კურსიდან აბსოლუტურად გადაუხვია“, - აცხადებს ლე პენი. ფრანგი პოლიტიკოსის თქმით, უნდა შეიქმნას ევროპული ალიანსი, რომელშიც თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოები გაერთიანდებიან, თუმცა პროექტებზე თანამშრომლობა მათ ეროვნულ ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება. 

ლე პენმა ევროს გაუქმების მოთხოვნით რეფერენდუმის გეგმაზე ილაპარაკა. „ევროს გამოყენება არ მოხდება ყოველდღიური ვაჭრობისას, მას მხოლოდ დიდი კომპანიები, დიდი სავაჭრო ოპერაციებისა და გადარიცხვების დროს გამოიყენებენ“, - აანონსებს თავის მომავალ გეგმებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი იბრძოლებენ. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.