ალი ხაზბულატოვის განმარტებით, მას საბუთები წესრიგში ჰქონდა, უბრალოდ, მან მესაზღვრეებისთვის საქართველოს იმ მოქალაქეების ტელეფონების ნომრების მითითება ვერ შეძლო, ვისთანაც სტუმრად ჩასვლას გეგმავდა. ალი ხაზბულატოვის თქმით, მას 20 წელი არ ჰყავდა ნანახი მისი ქართველი მეგობარი და მონახულება სურდა.
ეს ფაქტი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ხლოპონინმა სააკაშვილის პოლიტიკურ შანტაჟად და კავკასიაში საერთო დესტაბილიზაციის კონცეფციის ნაწილად შეაფასა.
"რია ნოვოსტის" რუსმა მესაზღვრეებმა დაადასტურეს, რომ ხაზბულატოვების ოჯახი 14 იანვარს მართლაც ცდილობდა საქართველოს ტერიტორიაზე "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის საშუალებით შესვლას.
ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის – ალექსანდრ სოლოდის ინფორმაციით, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე ჩრდილოეთ კავკასიელი მოქალაქეების საქართველოში არშეშვების 5-ზე მეტი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
2010 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლება მიეცათ.