ერაყსა და სირიაში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 352 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა
საქართველო, 2 მაისი,
საქინფორმი. სულ მცირე 352 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა ბოლო 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მიერ ერაყსა და სირიაში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად. ამის შესახებ შეერთებული შტატების არმიის ოფიციალურ ანგარიშშია ნათქვამი. თავდაცვის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს კიდევ 42 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.
პენტაგონი მწუხარებას გამოვთქვამს სამოქალაქო პირების უნებლიე დაღუპვის გამო. კოალიციამ, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას, დაჯგუფებაისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სპეცოპერაცია 2014 წელს დაიწყო.