საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ლაპარაკობენ იმ არგუმენტებზე, რაც, მათი მტკიცებით, კონსტიტუციის პროექტის არსებული ვარიანტის მართებულობას ადასტურებს.
ვიცე სპიკერი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისას მთავარი განმაპირობებელი სახელმწიფოს ინტერესები იყო, რომელთაც, მისი თქმით, კონსტიტუციის ახალი პროექტი უზრუნველყოფს.
“ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შენიშვნები. შეიძლება, რეკომენდაცია ჰქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი არის სტაბილურობა და სახელმწიფოს ინტერესი, რომელიც ამ სტაბილურობას უკავშირდება და ამ სტაბილურობაზე უნდა განვითარდეს. ასე რომ, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი არგუმენტები გააჩნია ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, მაგრამ ვფიქრობ, აქ უმრავლესობის პოზიცია მართებულია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.