საზოგადოება
თბილისში ყალბ 100 და 200-ლარიანებს ამზადებდნენ - დაკავებულია 4 პირი

   საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული სისტემატურად ამზადებდა 100 და 200-ლარიან ყალბ კუპიურებს და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე  ასაღებდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.