საზოგადოება
ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

   საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. 28 აპრილს Air Arabia Jordan-მა ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. იორდანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, აირბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.

Air Arabia Jordan-ის ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას, საქართველოს ელჩი იორდანიაში, ავიაკომპანია Air Arabia Jordan-ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის, აეროპორტების გაერთიანების, „საქაერონავიგაციისა“ და “ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობა დაესწრო.

დაბალბიუჯეტიანი Air Arabia Jordan არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia-ს 2015 წელს შეუერთდა.