სამართალი
საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „იჟ 18“-ის მოდელის გადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღი, 172 საბრძოლო ვაზნა და „ედ“-ის ტიპის ასაფეთქებელი ელექტროდეტონატორი ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.