სამართალი
სუს-ის თანამშრომლებმა უწყებათაშორის სწავლებაში „ინფო 2017" მიიღეს მონაწილეობა

  საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017"-ში მიიღეს მონაწილეობა.

კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დახურა და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. ლევან იზორიამ და მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპებისა და კოორდინაციის დახვეწაა.

„ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017"-ის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.