საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა.
კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის დისკუსიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატზე და იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებობს.
სუს-ის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა იმ თემებზე, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონების მიმართულებით.