უცხოეთი
ანტირუსული სანქციების შემომღები ქვეყნების ფინანსური დანაკარგები ორჯერ აჭარბებს რუსეთისას

   საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ანტირუსული სანქციების შემომღები ქვეყნების ფინანსური დანაკარგები დაახლოებით ორჯერ აჭარბებს რუსეთისას. ასეთი მონაცემები წარმოადგინა გაეროს სპეცმომხსენებელმა ადამიანთა უფლებების განხორციელებაზე ცალმხრივი იძულებითი ზომების ნეგატიური ზემოქმედების საკითხებში იდრის ჯაზაირმა.

იმ ქვეყნების დანაკარგებმა, რომლებმაც სანქციები შემოიღეს, 100 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. თუ ამას დავუმატებთ იმ დანაკარგებს, რაც რუსეთმა განიცადა, ძალიან მიახლოებული შეფასება, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის ის, რომ რუსეთმა 1% მშპ დაკარგა“, – განაცხადა ჯაზაირიმ „ინტერფაქსის“ ცენტრალურ ოფისში.

რფ–ის დანაკარგების საერთო ჯამი 52–55 მლრდ დოლარს უტოლდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკრაინის კრიზისის ფასია“, – აღნიშნა მან.