სამართალი
100 ქულიდან 50: საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების სიაშია - Freedom House

   საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. Freedom House-მა მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების სიაშია. ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი წელია, ქვეყანაში ამ კუთხით არსებული ვითარება თითო ქულით უარესდება. წელს კი საქართველოს 100-დან 50 ქულა აქვს.

Freedom House-ის ანგარიშში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების კუთხით ვითარება საგრძნობლადაა გაუარესებული ევროპის არაერთ ქვეყანასა და თურქეთშიც.

რუსეთის შესახებ კი ნათქვამია, რომ მისი ხელისუფლება მედიით უკვე დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც მანიპულირებს.