საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარლამენტი და ბიზნეს სექტორი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად ითანამშრომლებენ.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ასევე სხვა საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე შევთახმდით. პარლამენტი იქნება აბსოლუტურად ღია და გახსნილი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის. მთავარია, რომ ჩამოვაყალიბოთ ძალიან ქმედითი ფორმატი იმისათვის, რომ წინასწარ განვიხილოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის ინტერესებთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.