აქტუალური
ცვლილებები კონსტიტუციაში: მოსამართლეები რეორგანიზაციის დროს თანამდებობას არ დატოვებენ

   საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოსამართლეთა კორპუსს ის ცვლილებები გააცნო, რაც საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტში მართლმსაჯულების მიმართულებით იგეგმება.

“2004 წელს მოხდა მოსამართლეთა გათავისუფლება თანამდებობებიდან, მოხდა რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სასამართლოების, ანუ გაერთიანდა სასამართლოები და, შესაბამისად, ზოგიერთი მოსამართლე დარჩა თავის თანამდებობაზე და დიდმა ნაწილმა დატოვა თანამდებობები. კონსტიტუციაში, ჩემი აზრით, რაც ჩაიწერა, ყველა ჩანაწერზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სასამართლოს რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შემთხვევებში არცერთი მოსამართლე არ დატოვებს თანამდებობას“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კახაბერ სოფრომაძის თქმით, სასამართლომ უნდა მიიღოს უფრო მეტი დამოუკიდებლობის გარანტია.