აქტუალური
საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
Alfardan Group-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს. შეხვედრისას ისაუბრეს ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, Alfardan Group-მა განახორციელოს.
კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.