საზოგადოება
პრემიერმა კვირიკაშვილმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი დაათვალიერა

   საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი.  27 აპრილს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებთან ერთად ბუქარესტში მდებარე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი დაათვალიერა. საქართველოს დელეგაციას ეპისკოპოსმა ვარლამ პლოეშტიანომ უმასპინძლა. ტაძარში შესრულდა ქართული საგალობლები. რუმინელმა ეპისკოპოსმა გიორგი კვირიკაშვილს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატი უსახსოვრა.

ქართველი მწიგნობარი, ფილოსოფოსი, საეკლესიო მოღვაწე ანთიმოზ ივერიელი საქართველოსა და რუმინეთის გამაერთიანებელ სიმბოლოს წარმოადგენს. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე რუმინეთში - 27 სექტემბერს, საქართველოში კი 26 ივნისს აღინიშნება.