სამართალი
საქართველოში 482,3-კარატიანი ზურმუხტი კონტრაბანდული გზით შემოჰქონდათ

   საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა - 482,3 კარატის ზურმუხტი. საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.