საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აჭარაში სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გიორგი მღებრიშვილმა თათბირის მონაწილეებთან ერთად პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ ახალი დავალებები მისცა.
შს მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი გიგა ქათამაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწეული წარმატებისათვის მედლებით დააჯილდოვა.