პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი დონორებს საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ ესაუბრა

   საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელება, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები იყო საკოორდინაციო შეხვედრის მთავარი თემები, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა დონორ ორგანიზაციებსა და განვითარების პარტნიორებთან გამართა.

შეხვედრაზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურის კანონის ძალაში შესვლასა და კანონში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დონორების მხრიდან საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციების - UNDP-ის, USAID-ის, NATO/PDP-ის, GIZ-ის, SIDA-ს, EU-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.