საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი გააცნო.
„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება და ეს კამპანია გაგრძელდება, როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, პრეზიდენტის თაოსნობით, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა ამ სისტემაში, პარტიებთან თანხმდება თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, თავისი ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით ხვდება პოლიტიკურ პარტიებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა საქართველოს პარლამენტზე“, - განაცხადა კობახიძემ.