უცხოეთი
ზახაროვამ რფ–სა და აშშ–ს შორის ურთიერთობების აღდგენის სიმბოლო წარმოადგინა

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. რუსულ სკაფანდრში ამერიკელი ასტრონავტი პეგი უიტსონის ფოტოსურათი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო, შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის სიმბოლოდ იქცეს. ამის შესახებ რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას ბევრი რამ აქვს საერთო.

ჩვენს მედიაში ამერიკელი ასტრონავტი ქალის  ბევრი ფოტოსურათი ვნახე. ეს ფოტოები შესაძლოა რუსეთ–ამერიკის ურთიერთობების სიმბოლოდ იქცეს მომავალში და იცით, რატომ? იმიტომ, რომ სკაფანდრი, რომელიც მას აცვია, რუსეთშია დამზადებული“, – აღნიშნა ზახაროვამ.