საზოგადოება
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბურჯანაძე პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარე კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოსთვის" პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. სადავო კობახიძის გადაწყვეტილება გახდა, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან 13 წევრი ბოიკოტის გამო ამოეღო.

"არაერთგზის ყოფილა საქართველოს პარლამენტის ან მსოფლიო პარლამენტების ისტორიაში, როდესაც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს ან დეპუტატებს ბოიკოტის რეჟიმისათვის მიუმართავთ და წარმოიდგინეთ, რომ ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარეს ისინი საპარლამენტო სიიდან ამოეღო, კვორუმი შეეცვალა და კენჭისყრა ისე ჩაეტარებინა. სწორედ ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი კობახიძემ, რომელსაც, რა თქმა უნდა, მონური მორჩილებით ერთხმად დაუჭირა მხარი "ქართული ოცნების" დანარჩენმა წევრებმა", –  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.