სამართალი
საბაგირო და „პანორამა თბილისი“ აქ არაფერ შუაშია! – საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადება

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„26.04.2017 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც

თანაინვესტირების ფონდი და ე.წ. პროექტი “პანორამა თბილისი” დაუკავშირა კანონპროექტს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ". თითქოს კანონპროექტში ნახსენები სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების მონტაჟის რეგულაციები დაკავშირებულია თანაინვესტირების ფონდის პროექტის განხორციელებასთან.

“პანორამა თბილისი” წარმოადგენს კერძო საინვესტიციო პროექტს და თანაინვესტირების ფონდი უარყოფს ყოველგვარ კავშირს ზემო აღნიშნულ კანონპროექტთან.

თანაინვესტირების ფონდი მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მსგავსი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე, რათა თავი აარიდონ ცრუ ბრალდებების გავრცელებას“.