პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარები მხარს უჭერენ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას, „როგორც აშშ–ში“

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ქვეყნის საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულზე გადასვლაზე ლაპარაკობენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ გააკეთა.

პირდაპირი წესით ირჩევ კაცს, იცი ვინ არის და პროპორციული სიის პირველი ათეული იცის მოქალაქემ და შემდეგი კანდიდატები ნამდვილად არ იცის. თუ ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, პირდაპირი წესით არჩევა არ არის უფრო დემოკრატიული?“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია პარლამენტის ფრაქციის “ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილიც.

მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას. მთელ მსოფლიოში 94 ქვეყანაში არის სრულად მაჟორიტარული სისტემა, მათ შორის აშშ–სა დასაფრანგეთში, - აცხადებს ოქრიაშვილი, – მაშინ ჯერ ამერიკაში გააუქმონ და მერე ჩვენთან!“

გუშინ ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელე.

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ქვეყანა საარჩევნო სისტემას ცვლის და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის.