აქტუალური
საქართველოში პური გაძვირდება

Bread2011 წლის დასაწყისიდან ხორბლის ფასი 6 პროცენტით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია კვლავაც გრძელდება.

ამ დროისთვის ყაზახური ხორბლის ფასი 25 დოლარითაა გაზრდილი და 390 დოლარს უტოლდება, უკრაინული ხორბლის ფასმა კი 15-25 დოლარით მოიმატა და 350 დოლარს მიაღწია.

ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის - "აგრიკომის" განცხადებით, თუ ტენდენცია გაგრძელდება და ხორბლის ფასი 420-450 დოლარს მიაღწევს, ეს 1 ტომარა ხორბალს 2-3 ლარით გააძვირებს.

"მსოფლიოში ფასის მატება საქართველოზე თვე–ნახევარში აისახება, პურის გაძვირებას კი დამატებით 20 დღე დასჭირდება", - აცხადებენ "აგრიკომში".