პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 27 აპრილს, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პარლამენტს ეწვია და შეხვედრა გამართა სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან.

"საქართველო არის მაგალითი ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით და ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები ამით, რადგან რუმინეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - განაცხადა კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუმ შეხვედრაზე.

რუმინეთის სენატის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანას კარგად ესმის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ამ მიმართულებით რუმინეთი კიდევ უფრო გაააქტიურებს საქართველოს მხარდაჭერას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუმინელი დამკვირვებლების როლს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია.