საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდი პასუხობს. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას უსაფუძვლო აჟიოტაჟის შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დემოკრატიული დოკუმენტი შექმნა.
„თუ ხელისუფლება მართლა ირგებს თავის თავზე კონსტიტუციას, მაშინ რატომ აწყობს სათავისოდ უარესი საარჩევნო სისტემა. მაშინ, როდესაც გვაქვს მშვენიერი საარჩევნო სისტემა, რომელიც უფრო მაღალი გარანტიაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნოს ძალიან დიდი ხანი ხელისუფლება“, - აცხადებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
„არგუმენტირებული პოზიციები საინტერესო იქნება საზოგადოებისთვისაც, ვენეციის კომისიისთვისაც, ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ თემაზე ლაპარაკია საჭირო და რაც შეიძლება ნაკლები აჟიოტაჟი, იმიტომ, რომ არის პარტიული სტრუქტურები, რომელიც პოლიტიკურ ზედაპირზე შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად განიხილავენ ხმაურს, განცხადებებს, მათ შორის უსაფუძვლოს“, -აცხადებს გია ვოლსკი.