პოლიტიკა
დევნილების გამოსახლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით ხდება

devnilebi_gamosaxlebaიძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მტკიცებით, სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობიდან დევნილთა განსახლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობს.

"ვაჟა-ფშაველას მე-3 კვატალში მდებარე სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობა, სადაც დევნილები 2008 წლის მოვლენების შემდეგ ცხოვრობდნენ, არ წარმოადგენს კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტს.

ის დევნილთა დროებითი თავშესაფარი იყო. დევნილთა განსახლების პროცესი მიმდინარეობს იმ პროცედურების დაცვით, რაც შეთანხმებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სამინისტრო დევნილებს რეგიონებში საკუთრებაში გარემონტებულ ბინებს სთავაზობს.

 

"ბინის გარეშე არავინ დარჩება," - განმარტავენ სამინისტროში, თუმცა რეალურად გამოსახლებული ადამიანებიდან ბინა მხოლოდ ორ ოჯახს შესთავაზეს წინწყაროში.

შეგახსენებთ, რომ სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლება დღეს დილით დაიწყო.