საზოგადოება
S7 „თბილისი–ნოვოსიბირსკი“: ახალი რეისი რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

   საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. 29 აპრილიდან რუსული ავიაკომპანია S7 ნოვოსიბირსკი-თბილისი-ნოვისიბირსკის  მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანია ფრენას ყოველ შაბათს,  აირბას A320 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.

რუსული ავიაკომპანია S7 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებს - 2010 წლიდან, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს 2011 წლიდან ახორციელებს.