საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრი ენერგოკომპანია “ინტერ რაოს” მიერ საქართველოს მთავრობასთან დაწყებულ დავას ეხმაურება. კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და საქმე, შესაძლოა, არბიტრაჟამდე არ მივიდეს.
“ინტერ რაო” ლარის გაუფასურების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ლაპარაკია ათ მილიონზე. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს.
„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება არბიტრაჟთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ, წარმოვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. შეიძლება, არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი. შეიძლება, შედგეს მოლაპარაკებები“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.