საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბათუმში არეულობის ორგანიზებისთვის დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას ახლობლები მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და მოსამართლეზე ზეწოლაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. თავად ირაკლი ჩხვირკია, წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, თავს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად მიიჩნევს.
მერაბ ღოღობერიძის უდანაშაულობაზე ლაპარაკობენ მისი ადვოკატი და ახლობლებიც. მათი განცხადებით, სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურის თქმით კი, საქმეში, მოწმეთა ჩვენების გარდა, მტკიცებულების სახით აუდიო და ვიდეოჩანაწერები დევს.
მომდევნო სასამართლო სხდომა 20 ივნისს დაინიშნა.