აქტუალური
მარტინ კარტიე სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია

   საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება.

მარტინ კარტიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძე უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მთავარმა სერჟანტმა სტუმარს საქართველოს სერჟანტთა კორპუსში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრს მოინახულებს.