სამართალი
გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ – პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს, მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე განიხილა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ.

ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ. მოგეხსენებათ, ზოგიერთ ქვეყანაში დღეს ძალიან გავრცელებულია მზის ელექტროსადგურის სასახურავე პანელები და ამ პანელების წახალისება გვინდა. ჩვენ გვსურს განსაკუთრებით მთიან რეგიონებში ამ ტიპის მიკროელეტროსადგურების ინოვაცია გამოვიყენოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცვლილებები ეხება სამშენებლო სექტორსაც. დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები 2 წლით გახანგრძლივდება.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე 65 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტების მშენებლობის დასრულება იგეგმება და ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობის განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას.