აქტუალური
საქართველოში ბურების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ სამხრეთ აფრიკის აგრარულ კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მემორანდუმის თანახმად, ბურები საქართველოს აგარარულ სექტორში ინვესტიციებს განახორციელებენ.ჰოლანდიელი ფერმერები, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში საუკუნოვანი ფერმერული გამოცდილება აქვთ და რომლებიც მსოფლიოში ნომერ პირველ ფერმერებად ითვლებიან, საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ, კახეთშიც იმოგზაურეს, რთველში მონაწილეობა მიიღეს და ადგილობრივი ნიადაგის შესწავლაც დაიწყეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ბურები საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებას წლის ბოლომდე აპირებენ. ცნობილია, რომ ისინი ინვესტიციას, პირველ რიგში, მეცხოველეობის განვითარებაში ჩადებენ.