პოლიტიკა
საქინფორმი: კრიტიკული შეფასებები გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, ანუ რას წარმოადგენს „სამოქალაქო სექტორი“ საქართველოში

   საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. დოკუმენტში შეფასებულია როგორც კომისიის მუშაობა, ასევე ლაპარაკია მათთვის მიუღებელ მუხლებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე.

სამოქალაქო სექტორი არ ეთანხმება ცვლილებებით განსაზღვრულ პრეზიდენტის არჩევის წესს და კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრებას.

არასამთავრობოთა განცხადებით, დოკუმენტში ასევე დასაბუთებული იქნება, რატომ არ იზიარებენ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ პროექტს.

ეს, პირველ რიგში, შეეხება საარჩევნო სისტემას და ამასთან ერთად, ჩვენთვის პრინციპული საკითხია პრეზიდენტის არჩევის წესი, ასევე არის ქორწინების საკითხი და მისი განსაზღვრა კონსტიტუციაში“, - განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

ვენეციის კომისიას გადაეგზავნება ცვლილებებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ დაიწუნა.

საქინფორმი უცხოელ მკითხველს შეახსენებს, რომ „სამოქალაქო სექტორი“, ანდა, როგორც მას სხვაგვარადაც უწოდებენ, „მესამე სექტორი“, „არასამთავრობო სექტორი“, „მეხუთე ხელისუფლება“, „საზოგადოებრივი სექტორი“ – საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად გამოგონილი, ერთი და იმავე ორგანიზაციების სხვადასხვა დასახელებაა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ საქართველოსა მოქალაქეებსა და ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ესენი არიან ადგილობრივი ენ–ჯეო–ები, ანუ, როგორც მათ რუსეთში უწოდებენ – არაკომერციული საზოგადოებები, საქართველოში სოროსის, მარშალის, დიდი ბრიტანეთის მთავრობის CSSF–ის ფონდების მიერ, ასევე USAID, IRI და NDI-ის და მსგავსი „თავისუფლების ინსტიტუტების“ მიერ შექმნილნი, რომლებიც პრაქტიკულად საქართველოს ალტერნატიულ მთავრობას წარმოადგენენ და აქ თავისი დამფუძნებლების – სპონსორების შეკვეთებს ასრულებენ – საქართველოში კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკას ატარებენ, აშშ–ით სათავეში, რომელიც შენიღბულია საზოგადოებაში „ღიაობის“ და ხელისუფლების მმართველობის მეთოდებში „გამჭვირვალობის“ აუცილებელი დაცვის კონტროლით.

საქართველოში „სამოქალაქო სექტორი“ კონტროლდება, ძირითადად,  ცსს–ს, აშშ–სა დაინგლისის დაზვერვა МИ-6–ის მიერ, რომლებიც თვალყურს ადევნებენ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ოფიციალური ლონდონის მიერ გამოყოფილი გრანტების მიზნობრივად გამოყენებას.