საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა საქართველოში შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„საუბრის მიმდინარეობისას ორივე მხარიდან დადასტურებული იქნა მზაობა, განვითარდეს მეგობრული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქართულ–რუსული ურთიერთობები არა მარტო ორმხრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო არენაზეც. მხარეებმა, კერძოდ, აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირის ინტენსივობა და კონსტრუქციული განწყობა, რის დასტურადაც იქცა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გ. კვირიკაშილის ამასწინანდელი (26–17 მარტი, 2017 წ.) ვიზიტი“, – ნათქვამია, კერძოდ, გავრცელებულ ცნობაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ ორმხრივი დღის წესრიგის გეგმებში შედის საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს, უკრაინის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ გროისმანის და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის ანდრეი პარუბის ვიზიტების მომზადება.